03 მაისი 2024,   02:26
ვრცლად
"ქართული ოცნების" 4 წევრი ცესკო-ში 1-ის ნაცვლად - უმრავლესობა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს

მმართველი პარტია საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანას გეგმავს. უკვე ინიცირებული პროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიაში წევრებს მხოლოდ ბარიერგადალახული პარტიები წარადგენენ, რაოდენობა კი მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ რამდენიმე თვეში კომისიაში ერთის ნაცვლად ქართული ოცნების ოთხი წარმომადგენელი შევა.

კანონპროექტის ამ ნაწილს არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციაში მწვავე რეაქცია მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ცესკო-ს წევრების დანიშვნის პროცედურა არ უნდა შეიცვალოს. კანონმდებლობის მიხედვით, წევრებს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ ძალას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს.

საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობის მიერ წარდგენილ ცვლილებათა პაკეტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ამგვარი ცვლილებებით ქართული ოცნება ცესკო-ს დასუსტებას ცდილობს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ავტორები, ქართული ოცნების დეპუტატები, კი ამ პროცესში პოლიტიკურ ინტერესს გამორიცხავენ და თვლიან, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.

დღის ამბები