02 მაისი 2024,   18:38
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნა პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზე და სუბარის უწყების პასუხი

დღეს საზოგადოება სამთავრობო ადმინისტრაციის წინ, დემირელის სკოლის წარმომადგენლისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის, პოლიტიკური დევნილის სტატუსს ითხოვდა. 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ქართულ ენაზე ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა, მთავრობას მიმართა.

ჩაბუქი თითქმის ერთი თვეა თურქული მხარის მოთხოვნით საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, მას ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მთავრობას მოუწოდებენ არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს, რადგან იქ, მათი თქმით, თურქეთის მოქალაქის უფლებები დაირღვევა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერ აქციაზე დღეს დემირელის სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, ირწმუნება, რომ თურქეთის მოქალაქის საკითხი საერთაშორისო კონვენციების დაცვით გადაწყდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები