06 მაისი 2024,   15:49
ვრცლად
ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა - მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ში მის დაკავებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ავთანდილ ხურციძე, ნიუ-იორკში მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

სპორტსმენი წერს, რომ ის აშშ-ში ის 8 ივლისის ბრძოლისთვის მოსამზადებლად ჩავიდა, როდესაც ადგილზე გაუგებრობა მოხდა.

ავთანდილ ხურციძე საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს:

„მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება განვაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის.

მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას!“ 

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში ბრალი 33 ადამიანს, მათ შორის ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს - ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის წაუყენეს.

 

 

დღის ამბები