06 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების აკრძალვა - ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება არასაპარლამენტო ოპოზიციაში

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების აკრძალვის შესახებ კომენტარების გააკეთეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. დემოკრატიული მოძრაობა აცხადებს, რომ თუ კი მთავრობა საკონსტიტუციო ჩანაწერს მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით მკაცრად არ განსაზღვრავდა, შემოდგომაზე რეფერენდუმს აანონსებდა.

„მთლიანად ვითხოვდით აკრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ქართული მიწების გასხვისებისა. მას შემდეგ, რაც საყოველთაო სახალხო განხილვების შედეგად, საზოგადოების პროტესტი დაფიქსირდა, პროტესტი, რომლითაც პრაქტიკულად გამართლებული იყო დემოკრატიული მოძრაობის მოთხოვნა მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით, ხელისუფლება იძულებული გახდა, უკან დაეხია,“ - აცხადებს დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

პოლიტიკურ გაერთიანება გირჩში კი მიაჩნიათ, რომ ეს აკრძალვა ზიანს მიაყენებს გაჭირვებულ მოსახლეობას.

„როგორც ჩანს, ხელისუფლება დანებდა და დამორჩილდა იმ პოლიტიკურ თუ ნახევრადპოლიტიკური ძალების ზეწოლას, რომლებიც ყალბი პოლიტიკური ლოზუნგებით და მკერდზე მჯიღისკვირთ, ითხოვენ, რომ საქართველოს ტერიტორიის რაღაც ნაწილები არ გაიყიდოს უცხოელებზე. ერთადერთს ვისაც ეს დაარტყავს, დაარტყავს ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობის ნაწილს,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები