06 მაისი 2024,   15:23
ვრცლად
მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები მსგავს ინციდენტებში არ იღებდნენ მონაწილეობას - ტარიელ ხეჩიკაშვილი აშშ-ში სპორტსმენების დაკავებაზე საუბრობს

ამერიკაში დაკავებულ სპორტსმენების საქმეს ეხმაურება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები მსგავს ინციდენტებში მონაწილეობას არ იღებდნენ.

“დარწმუნებული ვარ შესაბამისი უწყებები ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ მას შემდეგ, რაც მიიღებენ სრულ ინფორმაციას. ამ ეტაპზე დავუცადოთ დამატებით ინფორმაციას. არიან თუ არა ისინი ჩვენს მიერ დაფინანსებული, ჩვენს მიერ აღიარებული, ამაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად და მსგავს ინციდენტებში არ იღებდნენ მონაწილეობას“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქართველი სამართალდამცველები ამერიკელ კოლეგებთან ამ წუთებში ცდილობენ გაარკვიონ ქართველი სპორტსმენების დაკავების დეტალები. კრიმინალური სინდიკატის წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან კრივში მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლევან მაყაშვილი.

დღის ამბები