06 მაისი 2024,   16:42
ვრცლად
მიწების გასხვისების აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე - ოპოზიცია პოლიტიკურ თამაშზე საუბრობს

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების მიყიდვაზე მორატორიუმს აცხადებს. მიწის მიყიდვაზე მორატორიუმს უმრავლესობა, ბოლო თვეების განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან სასოფლო - სამეურნეო მიწების შესყიდვის დაინტერესებით ხსნის.

საპარლამენტო უმრავლესობამ უკან გაიწვია ერთი კვირის წინ ინიცირებული კანონპროექტიც, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის საკითხები უნდა დაერეგულირებინა. კონსტიტუციით კი მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებაზე, მმართველი პარტიის სახელით პრემიერ-მინისტრმა მთავრობს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ კი საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

საპარლამენტო ოპოზიციისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მსგავსი აკრძალვის დაწესება მიუღებელია. ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოშიც უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ თამაშს უწოდებენ.

პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის მომხრეა, მმართველი პარტიისგან მეტ დაზუსტებას ითხოვს.

 

დღის ამბები