06 მაისი 2024,   15:21
ვრცლად
აფეთქება ჩინეთის საბავშვო ბაღში - დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო მიზეზები ამ დრომდე უცნობია

ჩინეთში საბავშვო ბაღთან მომხდარ აფეთქებისას დაშავებულების რაოდება 70-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულია 7 ადამიანი. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ ფენსიანში მოხდა.

დაშავებულებიდან 9 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. აფეთქება საბავშვო ბაღის შესასვლელთან იმ დროს მოხდა, როდესაც დაწესებულებას პატარები ტოვებდნენ და მათ გარეთ მშობლები ელოდებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ის ბაღის გვერდით არსებულ სასადილოში გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები