06 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
ხანძრის შედეგად დაზიანებული კედლები - ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი ნელ-ნელა ხანძრამდელ სახეს იბრუნებს 

ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებულ კედლები ნელ-ნელა 31 ოქტომბრამდე არსებულ სახეს იბრუნებს.

გაწმენდითი სამუშაოების ორი ეტაპის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა რესტავრატორები, მუშაობას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით აგრძელებენ. მიკროსკოპული კვლევების საფუძველზე, ფრესკების ჭვარტლის ნაწილაკებისგან სრული გაწმენდა ხდება.

სამუშაოების მესამე ეტაპის ფარგლებში ჯერ ისევ დაუმუშავებელია ტაძრის ჩრდილოეთის კედელი, რომელზეც თამარ მეფე და გიორგი მესამეა გამოსახული. რესტავრატორები ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში მეფეთა სახეებსაც ხანძრამდელი ფერი დაუბრუნდება.

კედლის მხატვრობის კონსერვაციის დაწყებამდე გაწმენდითი სამუშაოების მესამე ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, ისტორიული მხატვრული ნიმუშების გადარჩენის გრძელვადიან პროცესში, კერძო სექტორიც ერთვება.

რესტავრატორების ვარაუდით, გაწმენდა შემოდგომისთვის დასრულდება.

დღის ამბები