26 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
აქცია ქუთაისში - ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები სკვერში კაფე-ბარის გახსნას აპროტესტებენ

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი კორპუსთან მდებარე სკვერში კაფე ბარის გახსნას აპროტესტებენ. მათ რამდენჯერმე მიმართეს მერიას, თუმცა მერია გადაწყვეტილებას არ ცვლის. ნებართვის კანონიერებაზე საუბრობენ ბარის მეპატრონეები.

„ის ხელისუფლება, რომელიც ვერ ელაპარაკება პირდაპირ თავის მოქალაქეებს, რომელიც ზოგადად რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მაგივრად, არჩევს დამალვის პოლიტიკას, არ არის ღირსი იყოს ქვეყნის და ქალაქის სათავეში,“ -განაცხადა "ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი თევდორაძემ.

 

დღის ამბები