03 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
"ენმ"-ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება

თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები "ენმ"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ წარადგინა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.

როგორც ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა დღეს ხელისუფლება სიძულვილის პოლიტიკას ახორციელებს, რის დასრულებასაც "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს. მისივე თქმით, დღეს კონფლიქტების რკალით გარშემორტყმულ საქართველოს ერთად დგომა სჭირდება.

„დღეს ჩვენ აქ მოვედით, რადგან თბილისი და საქართველო კვლავაც იმყოფება უდიდეს გამოწვევათა წინაშე. დღეს აქ მოვედით, რათა ერთად დავიწყოთ მოძრაობა უიმედობის, სიღარიბის და მიუსაფრობის, ნეპოტიზმის და კორუფციის დასამარცხებლად. 5 წელია ხელისუფლება თესავს სიძულვილს, თუმცა, ჩვენ გვინდა თბილისი სიძულვილის გარეშე,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  

ნიკა მელიას თქმით, ბრძოლა საქართველოს ბიძინა ივანიშვილისგან გადასარჩენად დაიწყება თბილისიდან. 

დღის ამბები