04 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
რუსი და ამერიკელი დიპლომატები ტრამპი-პუტინის შეხვედრისთვის ემზადებიან

რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრის მომზადებაზე დაიწყეს მუშაობა. ორი ქვეყნის ლიდერი დიდი ოცეულის სამიტზე მიემგზავრება, რომელიც ჰამბურგში 7 ივლისს იხსნება, თუმცა პირისპირ შეხვედრაზე კონკრეტული პოზიცია არც კრემლს და არც თეთრ სახლს დღემდე არ დაუფიქსირებია.

მოლაპარაკების ორგანიზებისთვის მზაობა გამოთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ზიგმარ გაბრიელმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგის დაწყება აუცილებელია.

გერმანელი სტუმრის ვიზიტის შემდეგ დიმიტრი პესკოვმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, დიპლომატიური არხებით შეხვედრის ფორმატისა და დროის შეთანხმებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

დღის ამბები