04 მაისი 2024,   20:32
ვრცლად
"ვცდილობთ, ბატონი ჯანი ბუკიკიოს, ჩვენი განცხადებებიდან გამომდინარე სწორი დასკვნები გამოვატანინოთ" - მამუკა მდინარაძე

როგორი იქნება გამოსავალი საკონსტიტუციო ჩიხიდან - "ქართულ ოცნებას" არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის შემდეგ, უკვე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებაც მოუწევს. ოპოზიცია ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტის გამოწვევაზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი, ოპონენტების მხრიდან პროვოკაციებზე ამახვილებენ ყურადღებას.

“მმართველი გუნდი ყოველთვის იყო დიალოგისთვის მზად. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამაზე საპასუხოდ არ მიგვიღია არცერთი კონსტრუქციული წინადადება. არცერთი კონსტრუქციული წინადადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კომპრომისს, კონსენსუსს ვერ მივაღწევდით სწორედ ამის გამო და გუშინ ბატონი ჯანი ბუკიკიოც ამაში დარწმუნდა. ვერ გიპასუხებთ იქნება თუ არა რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტული მსჯელობა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბატონი ჯანი ბუკიკიოს, ჩვენი განცხადებებიდან გამომდინარე, სწორი დასკვნები გამოვატანინოთ", - განაცხადა  პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.  

დღის ამბები