04 მაისი 2024,   23:17
ვრცლად
მოსკოვში ძლიერი შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

მოსკოვში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის დედაქალაქის ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. ქალაქში უკვე რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია. რამდენიმე რაიონში კი უამინდობას ძლიერი სეტყვაც ახლდა თან. წაქცეულია ხეები, გზებზე კი ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა მოიმატა. მედიის ცნობით, უამინდობის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის გარეუბანში ერთი მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა, დანარჩენი ორი კი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. საავადმყოფოებში 4 დაშავებულია გადაყვანილი. უამინდობის გამო მოსკოვის აეროპორტებმა ათობით რეისი გააუქმეს. მეტეოროლოგების პროგნოზით, მოსალოდნელია ამინდის კიდევ უფრო გაუარესება, რის გამოც ისინი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

დღის ამბები