04 მაისი 2024,   23:43
ვრცლად
"დაელოდეთ შემდეგ ოფიციალურ კომენტარს"- შსს-ში მამონტოვზე დასმულ კითხვას უპასუხოდ ტოვებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ მამონტოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევას ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს. უწყების ინფორმაციით, 6 წელზე მეტია გასული იმ დროიდან, რაც მამონტოვი აფხაზეთში იმყოფებოდა.

ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მამონტოვი 2014 წელსაც იყო სოხუმში, შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

"დაელოდეთ შემდეგ ოფიციალურ კომენტარს",- განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა. 

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი ჟურნალისტი საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა. როგოც ცნობილია, მამონტოვს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს არანაირი პრობლემა არ შექმნია, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ მამონტოვს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს და ამ მიზეზით 2009 წელს საქართველოდან მისი დეპორტაცია ერთხელ უკვე მოხდა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები