04 მაისი 2024,   21:53
ვრცლად
ტენდერის გარშე დახარჯული მილიონები - ენერგეტიკის სამინისტრო შესაძლოა, კორუფციულ სკანდალში გაეხვეს

ტენდერის გარშე დახარჯული მილიონები - ენერგეტიკის სამინისტრო შესაძლოა, კორუფციულ სკანდალში გაეხვეს. ლაპარაკია ყაზახეთში გამართულ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის დაფინანსებაზე. ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელიც "ექსპო 2017-ის" ორგანიზატორია, გამარტივებული წესით ხელშეკრულება 10-მდე კომპანიას უტენდეროდ გაუფორმა და ჯამში 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

"სულიკოს" და "თბილისოს" შესრულებისთვის ენერგეტიკის სამინისტრომ 72 ათასი ლარი გადაიხადა. ხელშეკრულება პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას, კომპანია „გლობალ არტთან“ გამარტივებული შესყიდვით ტენდერის გარეშე გაფორმდა. თანხის სანაცვლოდ, ჟვანიას კომპანიას ყაზახეთში გამართული გამოფენის ფარგლებში 2 ქართველი მომღერალი უნდა ჩაეყვანა.

გამოფენა სახელწოდებით ”მომავლის ენერგია” ასტანაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მთავრობამ კი მზადება, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო. კახი კალაძის უწყებამ ღონისძიებისთვის საჭირო არცერთ მომსახურებაზე ტენდერი არ გამოაცხადა და გადაწყვეტილება დროის სიმწირით ახსნა.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ "ექსპო 2017-ის" ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

დღის ამბები