04 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
"რუსთავი 2," მცურავი ხე, მუხთარლის საქმე, მონარქია... - ეკონომისტის კრიტიკული სტატია ივანიშვილის მმართველობაზე

"კარჩაკეტილი ოლიგარქი, რომლის შუშისა და ლითონის ციხესიმაგრე მთიდან გადაჰყურებს დედაქალაქ თბილისს, ყიდულობს ყველაზე ბებერ და მაღალ ხეებს, თხრის მათ და გზებით და გემებით გადააქვს საკუთარ შავიზღვისპირა რეზიდენციაში,“ - ასე აღწერს ივანიშვილის ჰობის გავლენიანი გამოცემა „ეკონომისტი.“

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილი საქართველოს სათამაშო მოედნად იყენებს და ქვეყანამ, როგორც ბრენდმა, თავისი სიკაშკაშეც დაკარგა. სტატიაში მოყვანილ მაგალითებს და ანალიზს თბილისში, პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.

სტატიაში პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ მხარდაჭერის დაკარგვის ფონზე, „ქართული ოცნება“ ცდილობს, კონსტიტუცია შეცვალოს, პრეზიდენტს, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად.

„ნაციონალური მოძრობის“ დაშლა, ლაშა თორდიას და ფარცხალაძის დაპირისპირება, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება, მონარქიის აღდგენაზე საუბარი, ყველა საკითხი, რომელზეც საქართველოში დებატები გამართულა სტატიის ავტორს ყურადღების მიღმა არ დარჩენია.

ეკონომისტის სტატია „რუსთავი 2“-ის საქმესაც ეხება, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიას დამოუკიდებლობა ევროპულმა სასამართლომ შეუნარჩუნა. სტატიის ავტორი ქვეყნის მომავლისთვის მორიგ გამოცდად თბილისის მერის არჩევნებს ასახელებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები