05 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
ინდოელი ბიზნესმენის სკანდალური განცხადება - მიხაილი საქართველოს სახელმწიფოს ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ინდოელი ბიზნესმენის, აკბარ ქუშერის მეგობარი, ამირ მიხაილი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ბიზნესმენი ამირ მიხაილი ამჟამად საქართველოშია, თუმცა ამბობს, რომ მას ქვეყნის დატოვებას აიძულებენ.

ამირ მიხაილის განცხადებით, მასთან მისულმა კაცმა თავი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლად წარუდგინა და ბიზნესიდან წილის ნახევარი მოსთხოვეს. ბიზნესმენის განცხადებით, სასამართლოშიც იჩივლა, თუმცა, ჯერჯერობით შედეგს ვერ ხედავს.

ამირ მიხაილის განცხადებით, აუცილებელია საქმის გამოძიება და გარკვევა, ვინ მფარველობს აღნიშნულ პირებს.

„ჩემთან ოფისში მოვიდა ბიჭი უშიშროებიდან. შემიჩერეს ბიზნესი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმიანობა შეუჩერეს 8 ინვესტორს. ეს რაღაც მაფიაა. მომთხოვეს წილის ნახევარი. ასე მითხრეს, შენ უცხოელი ხარ და ფულს აკეთებ ჩვენს ქვეყანაშიო. პირდაპირ მეუბნებოდა წილი გადმომეციო, შემდეგ პრობლემები შემიქმნა. შემიჩერეს პირადობის მოწმობა. მითხრეს, რომ საქართველოსთვის საშიში ვარ. მე კი სასამართლოში შევიტანე სარჩელი, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. ახლა ჩემი ბიზნესი აღარ მუშაობს. ყველა ინვესტორი მიდის. წელიწადნახევარია სასამართლოში დავდივარ, მაგრამ შედეგი არ არის. მეუბნებოდა, უფროსის დავალებას ვასრულებო. ვინაა მისი უფროსი, რა უნდათ. ისიც კი ვიფიქრე, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ხომ არ მუშაობს ეს ხალხი. ჩემი აზრით, ერთი კონკრეტული ჯგუფია, რომელსაც მფარველი ჰყავს. უნდა გამოიძიონ, ვინ არიან მათი მფარველები,“ - აცხადებს ამირ მიხაილი.

მისი ინდოელი მეგობარი, ბიზნესმენი აკბარ ქუშერი განმარტებებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს. უცხოელი სტუმარი, რომელიც დუბაიდან თბილისში მოფრინავდა, მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს.

დღის ამბები