26 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
ტერიტორიული საკითხები უმაღლესი დონის დიპლომატიას და სოლიდურ ჩართულობას საჭიროებს - ნილს სკოტი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა რეგიონში - ეს განცხადება, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა გააკეთა. ნილ სკოტი „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნას ესწრებოდა.

გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებულ პრობლემებზე და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტერიტორიული საკითხები უმაღლესი დონის დიპლომატიას და სოლიდურ ჩართულობას საჭიროებს.

„2017 წელს უამრავი გამოწვევის მომსწრე გავხდით. მათ შორისაა ტერიტორიული საკითხები, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა და რომლის შესახებაც ჩვენც ძალიან კარგად ვიცით. ეს საკითხები უმაღლესი დონის დიპლომატიას და სოლიდურ ჩართულობას საჭიროებს, რომ რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს. დიპლომატია არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი ისე, როგორც ახლა. მოვლენები, რომლებიც ბოლო დღეებში ვნახეთ, და რომელთა შესახებაც არა ერთი კომენტარი გაკეთდა, დღის წესრიგში პირველ ადგილზეა. მის შესახებ ილაპარაკეს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა, პარლამენტის სპიკერმა. ეს საკითხები საჭიროებს მოგვარებას. მაგრამ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა რეგიონში,“ - განაცხადა ნილს სკოტმა.

რუსულ აგრესიასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან ერთად, საქართველოს ევროინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იოჰანეს დოუმამ.

„ჩვენ ვისმენთ ქვეყნის ლიდერებისგან, რა არის ჭეშმარიტი პრიორიტეტები და გამოწვევები. გამომსვლელთა სიტყვაში მთავარი თემა ტერიტორიული საკითხი იყო. მაგრამ, მეორე ასპექტი ეხებოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას, რა ეტაპზე დგას ახლა ქვეყანა, როგორია მისი ორიენტაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რასაც მხარს ვუჭერთ და რაზეც ვმუშაობთ ყველა ერთად. ეს კონფერენცია კი, უდაოდ ამაში დაგვეხმარება,“ - აცხადებს იოჰანეს დოუმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები