05 მაისი 2024,   08:23
ვრცლად
„პრეზიდენტის უარი საკონსტიტუციო კომისიის მუშობაში მონაწილეობაზე, დაუსაბუთებელი იყო"- ირაკლი კობახიძე

„პრეზიდენტის უარი საკონსტიტუციო კომისიის მუშობაში მონაწილეობაზე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო,“- პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი კრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე უარის გამო, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებთან გააკრიტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში არ არის არც ერთი ნორმა, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას უპირატესობა ენიჭება.

„საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ გარკვეული კამპანია წარიმართება, ეს კამპანია წარიმართება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, ასპარეზზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე დიპლომატებს სრული და სწორი წარმოდგენა გქონდეთ, იმისთვის, რომ ყველამ ერთად შევძლოთ, რომ სწორი ინფორმაცია გავავრცელოთ. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არმონაწილეობა კომისიის მუშობაში. მიზეზი, საბაბი, მე ვიტყოდი იყო ის, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს. ამის სანაცვლოდ საზოგადოებას ჩვენ საპარლამენტო ფორმატი შევთავაზეთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები