05 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
ერთი კარგი ტრეინინგი არ აწყენდა ნამდვილად პრეზიდენტის ადმინისტრაციას - ეკა ბესელია

„ამბასადორიალზე“ პარლამენტის თავმჯომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პრეზიდენტის მრჩევლის გამოხმაურებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მმართველ პარტიას შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვს და მსგავს კომენტარებს მიუღებლად თვლის.

საუბარია თენგიზ ფხალაძის განცხადებაზე, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის პარტიული მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ერთი კარგი ტრეინინგი არ აწყენდა ნამდვილად პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც უნდა იცნობდნენ საჯარო ეთიკას, უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი მხრიდან ასეთ განცხადებები, რომელიც შეურაცხყოფს ინსტიტუციას, ეს ნიშნავს არა პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფას, არამედ შეურაცხყოფას საკუთარი ინსტიტუტის, რომელსაც წარმოადგენენ. ბევრი ბოდიშის მოხდის ვალდებულება დაუგროვდა ადმინისტრაციას და დროა ამაზე იფიქრონ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმას არაფორმალური მმართველობის მახინჯ ფორმას უკავშირებენ ოპოზიციაში.

დღის ამბები