26 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
პრეზიდენტის სამი ვეტო - მმართველმა გუნდმა დღეს საკუთარი გადაწყვეტილება დააანონსა 

ქართული ოცნება გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს ადგილობრივ და საარჩევნო კოდექსებზე პოლიტიკური მოტივაციით ხსნის. უმრავლესობისთვის გაუგებარია პრეზიდენტის არგუმენტი, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმება დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

უმრავლესობასა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის ქვეყნის პირველი პირის 3 ვეტო დებატების თემა იყო კომიტეტის სხდომაზე. გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თვითმმართველობებში ცვლილებების მიუღებლად მიიჩნევს. პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ ცვლის მმართველი პარტია მისივე მიღებულ კოდექსს 3 წლის შემდეგ.

მმართველ პარტიამ გიორგი მარგველაშვილს ბრალი დასდო, რომ უმრავლესობის ინიცირებულ ცვლილებებს არ იცნობს.

პრეზიდენტის პოზიციის დაცვას ხვალ რიგგარეშე სხდომაზე შეეცდებიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში ფიქრობენ, რომ ახალი ცვლილებები თვითმმართველობების მუშაობას პრობლემებს შეუქმნის.

მესამე სექტორი პარლამენტისგან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებას ითხოვს.

მმართველი პარტიის ლიდერებისგან მოტივირებულ შენიშვნებზე წინასწარი გადაწყვეტილება უკვე დაანონსებულია.

 

 

 

 

 

დღის ამბები