26 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
ეკლესია არ არის ხელისუფლება და არც ნინოს ჯვარი არ არის ხელსუფლება - ხათუნა სამნიძე

„ეკლესია არ არის ხელისუფლება და არც ნინოს ჯვარი არ არის ხელსუფლება,“ - ეს შეფასება რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ხათუნა სამნიძემ, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ სოფელ სნოში გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

ხათუნა სამნიძე არ ეთანხმება ვერსიებს, თითქოს პრემიერმა არ იცოდა სიტყვა "სეკულარიზმის" განმარტება.

„თუ ვინმე უშვებს, რომ პრემიერს ეს უვიცობით მოუვიდა ან სიტყვა სეკულარიზმი არ იცოდა, კატასტროფაა, მაგრამ ვერსიად განიხილება. მან ძალიან კარგად იცის, რაზე საუბრობდა. ჩვენ აქ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც არ არის დღეს შექმნილი, ეს არის წლების განმავლობაში ეკლესიასა და ხელისუფლებებს შორის შექმნილი მახინჯი პრაქტიკა, რასაც ძალიან წარმატებულად და უარესად აგრძელებს ქართული ოცნება,“ - განაცხადა სამნიძემ.

სამნიძე ამბობს, რომ პრემიერის განცხადება ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთსარგებლობისკენ იყო მიმართული.

„პრემიერის განცხადება არ არის ერთი პრემიერის გაკეთებული განცხადება,  ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების გზა, მიმართულება, გეზი და წრე შეკრა პრემიერმა ამ განცხადებით, რომ ის მხარს იჭერს ამ მახინჯ პრაქტიკას, რაც დღეს არის საქართველოში,“ - განაცხადა სამნიძემ

დღის ამბები