04 მაისი 2024,   12:59
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს, ოპოზიცია კი მმართველ გუნდს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, რომ პრეზიდენტის სამი ვეტო, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსებს შორის შესატან ცვლილებებს დაადო, დაძლიოს. ამის შესახებ თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„მაღალი ალბათობით, ვეტო იქნება დაძლეული და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს პრეზიდენტის ინსტიტუტთან,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო დაიძლევა, ეს დემოკრატიულ პროცესებს ხელს შეუშლის.

„რა თქმა უნდა, ისინი ვეტოს დაძლევენ, მაგრამ ყოველივე ასეთი მცდელობა დაუჯდებათ ძვირად. იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, რომ მიდის ხელების გადაგრეხვა და ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ საკუთარ ტყავზე, საკუთრი სკამების შენარჩუნებისთვის კანონმდებლობის შენარჩუნება,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება, ქვეყნის განვითარებას აზიანებს.

„ასევე, ეს არის ბმაში არჩევნებთან, მათ იციან, რომ წინა არჩევნებზე რამდენიმე ადგილას წააგეს, შეექმნათ პრობლემა და სურთ, ახლა გააერთიანონ და სხვა კონფიგურაციები შექმნან,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

პრეზიდენტის ვეტოს შესახებ განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.

„პრეზიდეტის მოტივირებული შენიშვნების მიზანი არის, რომ საქართველოს პარლამენტსა და მოსახლეობას გააგებინოს ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც მოიტანს თვითმმართველობისა თუ საარჩევნო ცვლილებები,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები