05 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
"ახალი საქართველო" პროდასავლურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთიანებისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო", პროდასავლურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. "ახალი საქართველოს" ლიდერი მოუწოდებს პარტიებს, გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მოახერხონ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ერთიანი ძალებით დაამარცხონ.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ქვეყანა პოლიტიკურ ჭაობშია და საარჩევნო ადგილებისთვის ბრძოლას, გაერთიანების გარეშე აზრი ეკარგება.

„დღეს ჩვენი ქვეყანა იქცა ერთ დიდ ჭაობად. „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას წაართვა ის უკანასკნელი, რასაც ჰქვია იმედი და მოლოდინი ხვალინდელი დღის. მეორე, მესამე ან მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს და დღეს ერთადერთი გამოსავალი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ ძალას, მოდით მოვძებნოთ ძალები ჩვენში, გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო და საერთო ძალებით ვიბრძოლოთ თვითმმართველობის არჩევნებში,“ -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები