05 მაისი 2024,   00:57
ვრცლად
უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყებასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს

"ქართული ოცნების" წევრი, გია ჟორჟოლიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხებში არ ერევა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ბიზნესმენ ივანიშვილს უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრა არ ჰქონია.

გია ჟორჟოლიან უკრაინასთან შენიშვნაც აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ადრე მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს მაშინ, როდესაც საქართველოს მხარემ ის ბრალდებულად ცნო.

იგი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია მომდევნო პროცედურების შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინელების გადაწყვეტილებას პატივს ცემს და ამასთანავე, გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა საქართველოს მმართველ გუნდთან განიხილებოდა.

 „გამოსავალი თავად ექსპრეზიდენტმა იპოვა, სატრანზიტო აეროპორტში ვიცხოვრებო და არ ვიცი, მისი გადასაწყვეტია. ალბათ უკრაინელი ხალხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ ჰქონოდა მოქალაქეობა ამ ადამიანს, გვჯერა უკრაინელი ხალხის სიბრძნის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები