05 მაისი 2024,   03:33
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე არ გამოქვეყნებულა 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ოფიციალური ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. 

ფაქტის ერთადერთ ოფიციალურ დადასტურებად კვლავ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მიერ, გუშინ გავრცელებული განცხადება რჩება, სადაც ნათქვამი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა, პრეზიდენტ პოროშენკოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მოხდა.

გოროშენკოს განცხადების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინული მხარის მიერ გადაცემული იმ ფაქტების საფუძველზე მიიღო, რომელიც არ იყო ცნობილი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს.

მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები მაიდანზე შეკრებისთვის ემზადებიან. კიევის ცენტრში ოპოზიციური პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" აქტივისტები უკანონობის წინააღმდეგ და უკრაინის მოქალაქეების თავისუფლების დასაცავად არიან. სამომავლო გეგმა სააკაშვილის თანაგუნდელებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შეიმუშავეს.

მიხეილ სააკაშვილს პეტრე პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა და ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშნა.

დღის ამბები