02 მაისი 2024,   18:48
ვრცლად
პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სამუშაო ჯგუფის მე-3 შეხვედრა იმართება

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სამუშაო ჯგუფის მე-3 შეხვედრა იმართება დღეს პარლამენტში. ახალი კანონპროექტის განხილვას კი, დეპუტატები უკვე შემდგომ შეუდგებიან. შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის შექმნა ბოლო პერიოდში სამუშაო ადგილებში გახშირებული უბედური შემთხვევების გამო დადგა დღის წესრიგში.

არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველის აპარატი ითხოვს, რომ შრომის ინსპექტირების სამსახურს შეეძლოს სასამართლოს ნებართვის გარეშე ობიექტის შემოწმება, რასაც კანონპროექტის ეს რედაქცია არ ითვალისწინებს.  

დღის ამბები