26 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
მოხსნილი სუბსიდირება - სახელმწიფო კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებაში აღარ დაეხმარება

სახელმწიფომ კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებაში აღარ დაეხმარება. სუბსიდირების მოხსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

გლეხები შიშობენ, რომ სუბსიდირების მოხსნა მათ დააზარალებს. ამბობენ, რომ წელს ქარხნებში ყურძნის ჩაბარება კიდევ უფრო გაუჭირდებათ და ვენახის მოსაყვანად გაწეულ ხარჯებს ვეღარ დაფარავენ.

სუბსიდირების მოხსნის მიზეზები სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოგვიანებით განმარტა და გადაწყვეტილება კომპანიების მხრიდან ყურძნის შესყიდვაზე გაზრდილი მოთხოვნით ახსნა.

ვაზის ჯიშების სუბსიდირება მხოლოდ კახეთში შეწყდა, სახელმწიფო დაფინანსება რაჭა-ლეჩხუმში კი ისევ გაგრძელდება.

სიახლე არ შეეხება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც საბრენდე სპირტსა და ყურძნის ტკბილს აწარმოებენ.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

 

დღის ამბები