04 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაცია შეიქმნა

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაცია შეიქმნა. ამის შესახებ იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა. გიორგი მიქაუტაძის თქმით, საქმეებს 4 მოსამართლე განიხილავს, რომლებსაც გადამზადების სპეციალური კურსი ექნებათ გავლილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სპეციალიზაცია მეორე ინსტანციაშიც შეიქმნას.

„უფრო კვალიფიციურად იქნება განხილული კომერციული და ბიზნეს დავები, ასევე გაიზრდება დასაბუთებულობის ხარისხი და შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მსგავსი დავების განხილვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

დღის ამბები