12 მაისი 2024,   05:56
ვრცლად
ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის - დავით სერგეენკო მავთულხლართების გავლებაზე საუბრობს
"ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის, ეს არის იმ ფარგლების, იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა," - ამის შესახებ განცხადება საქართელოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 
 
“რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი “მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა,“ – განაცხადა სერგეენკომ. 
 
 
დღის ამბები