04 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სიცრუის ტირაჟირებას ეწევა" - დავით ნარმანია

თბილისის მერის მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი, საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ სხდომაზე, მერიაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ მივიდნენ - ასე განმარტა მათი გამოუცხადებლობა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი "ნაციონალურ მოძრაობას" მერიაში თანამშრომლების დანიშვნასთან დაკავშირებით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და მზად არის კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხი აგოს.

ოპოზიცია კი ერთ დღეში 600-ზე მეტი ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სიცრუის ტირაჟირებას ეწევა დასაქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გამოცხადებულიყვნენ ჩემი მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თბილისის საკრებულოში, რათა ხელი არ შეეწყოთ იმ დაგეგმილი და წინასწარ დადგმული სცენარისთვის, რასაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ქვია. საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაახლოებით 600 ადამიანი, რომლებიც იყვნენ შტატში, გადაინიშნენ და გახდნენ შტატგარეშე მოსამსახურეები. თუ მე რამე დავარღვიე, მზად ვარ ვაგო პასუხი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

დღის ამბები