06 მაისი 2024,   15:51
ვრცლად
ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, „სითი პარკი“ იყიდება და მოლაპარაკებები დაწყებულია

ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, „სითი პარკი“ უკვე იყიდება და მოლაპარაკებები დაწყებულია. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"სითი პარკი" იყიდება და "ქართული ოცნება" ახალი სატრანსპორტო მონსტრის შექმნას ცდილობს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება მილიონერებთან," - აცხადებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი.

ის ასახელებს ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას, რომელიც ელისაშვილის ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მონაწილეა. მისივე თქმით, მაქაცარია აპირებს "სითი პარკს" ჯარიმის სახით 25 მილიონი გადაუხადოს და თავად შექმნას ახალი კომპანიას. თბილისის მერია კი ახალ კონტრაქტს უკვე მის კომპანიასთან გააფორმებს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი, ცდილობს, ბნელ და ძალიან საეჭვო გარიგებაზე წავიდეს. ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც გახლავთ თბილისის „მიკრო ავტობუსის“ მფლობელი. მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ „სითი პარკი“ ჩაანაცვლოს მისმა კომპანიამ

 

დღის ამბები