28 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
„სამწუხაროა, რომ ეს თემა სასპეკულაციოდ გახადა "ენმ-ამ“ - გიორგი ვოლსკი სერგეენკოს განცხადებაზე

„სამწუხაროა, რომ ეს თემა სასპეკულაციოდ გახადა ნაციონალურმა მოძრაობამ“,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას გააკეთა.

გიორგი ვოლსკი დავით სერგეენკოს განცხადებას განმარტავს.

„სამწუხაროა, რომ ეს თემა სასპეკულაციოდ გახადა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცოცავია ეს ოკუპაცია თუ არის დადგენა იმ საზღვრების, რომელიც 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებით დაადგინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. რასაკვირველია, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური საზღვრები არსებობდა და ამ საზღვრების არსებობის თაობაზე არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული მითითება ამ აღნიშნულ ბრძანებულებაში,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები