02 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
ან მისცენ პასუხისგებაში სეპარატისტები და ოკუპანტები, ან ივანიშვილის რეჟიმი მათთან ერთად გასამართლდება - ნათელაშვილის ულტიმატუმი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ხელისუფლებას აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება სეპარატისტ ოკუპანტებს პასუხისგებაში არ მისცემს და მათ ძებნას ინტერპოლით არ გამოაცხადებს, თავად ისინი გასამართლდებიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

„უკვე 9 წელი გავიდა აგვისტოს საბედისწერო ტრაგედიიდან. ჩვენდა გასაოცრად, ქართულ მხარეს არც ერთი ოკუპანტი, აგრესორი, სეპარატისტი, გენოციდის ავტორი ჯერ პასუხისგებაში არ მიუცია. ვუცხადებთ ულტიმატუმს საქართველოს ხელისუფლებას, ან მისცენ პასუხისგებაში სეპარატისტები და ოკუპანტები და გამოაცხადონ მათზე ინტერპოლით ძებნა, ან ივანიშვილის რეჟიმი მათთან ერთად გასამართლდება ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები