02 მაისი 2024,   14:07
ვრცლად
სიცოცხლის ფასად რუსული აგრესიის წინააღმდეგ - აგვისტოს ომის გმირები

ყოველ წელს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმ გმირებს მიაგებენ პატივს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად აღუდგნენ რუსულ აგრესიას.

საკუთარი თანამებრძოლებისთვის პატივის მისაგებად ყველაზე ადრე სამხედრო სასაფლაოზე სამხედროები ამოვიდნენ. აგვისტოს ომის გმირების საფლავებთან მალავე პატივის მისაგებად საპატიო ყარაული და სარიტუალო ასეული დადგა.

გიორგი მარგველაშვილი აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრებს მიესალმა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო სასაფლაოდან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, წინ აღუდგეს რუსულ საოკუპაციო პოლიტიკას.

გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს შერიგებისკენ იმ ადგილიდან მოუწოდა, სადაც 33 ქართველი სამხედროს ცხედარია დაკრძალული.

დაღუპული სამხედროების ოჯახებს გმირობისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან და თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად მივიდა.

აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა, 8 მათგანის ცხედარი დღემდე არაა ნაპოვნი.

დღის ამბები