02 მაისი 2024,   17:34
ვრცლად
აგვისტოს ომი - 5-დღიანი საბრძოლო მოქმედებები და დიდი დანაკარგი

„ლიახვის ხეობაში ისევ სროლის ხმა ისმის, არიან დაჭრილები და დაღუპულები,“ - ასე დაიწყო ცხრა წლის წინ კურიერი და მომდევნო დღეები საქართველოს ისტორიაში კიდევ უფრო მძიმე და შემზარავი აღმოჩნდა.

მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რუსულ ინტერვენციას 169 სამხედრო შეეწირა.

5-დღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 19 პოლიციელი.

დიდი მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორისაც მოჰყვა - 224 დაღუპული.

რუსული სამხედრო იერიშის დროს დაიჭრა და დაშავდა 2232 ადამიანი. ასევე, გადაწვეს ქართული სოფლები და 35 ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

 

დღის ამბები