02 მაისი 2024,   16:21
ვრცლად
ხანძარი დიდ დიღომში - ცეცხლი მშენებარე კორპუსს უკიდია

დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის მე-13 სართულზე ცეცხლი გაჩნდა.

ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ადგილზე კი სახანძრო ბრიგადა კვლავაც რჩება.

როგორც "რუსთავი2"-ს სამაშველო სამსახურში უთხრეს, ცეცხლი კორპუსის გარშემო აგებულ ხის კონსტრუქციას მოედო.

 

დღის ამბები