02 მაისი 2024,   13:04
ვრცლად
პარიზის პოლიციამ სამხედროებზე თავდამსხმელი დააკავა

პარიზის პოლიციამ სამხედროებზე თავდამსხმელი დააკავა. დამნაშავის მანქანას სამართალდამცველებმა დედაქალაქის ჩრდილოეთით, მაგისტრალზე მიაგნეს.

დაკავების დროს ეჭვმიტანილი დაიჭრა.

თავდასხმა პარიზის გარეუბანში დილის 8 საათზე მოხდა. მამაკაცი მანქანით დაეჯახა ჯარისკაცებს, რომლებიც ყაზარმიდან გამოდიოდნენ. შედეგად 6 სამხედრო დაშავდა, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

მომხდარს პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს. სამართალდამცველთა ვერსიით, თავდასხმა გამიზნული აქტი იყო. 

 

ფოტო: theguardian

დღის ამბები