02 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
მე არ შემიძლია, მივცე კომენტარი - კომპანია რაკია ჯორჯიას იურისტი

კომპანია რაკია ჯორჯიას იურისტი, ნათია წკეპლაძე, აცხადებს, რომ კომპანიასა და პატრიოტთა ალიანსის მდივან გელა მიქაძეს შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით კომენტარს უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე ვერ გააკეთებს.

რაკ ჯორჯიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სააპელაციომ სასამართლომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, გელა მიქაძეს, 42 მილიონ დოლარად შეფასებული აქტივები გაუყინა.

„კლიენტისგან არ მიმიღია ამგვარი თხოვნა, ინსტრუქცია, რომ მე რაღაც კომენტარი გავაკეთო. ჩვენ, ადვოკატები შეზღუდული ვართ კლიენტის ნებით. თუ მას არ ექნება მაგვარი სურვილი, რომ მივცე კომენტარი, მე არ შემიძლია, მივცე კომენტარი,“ - აცხადებს ნათია წკეპლაძე.

თუმცა, თავად გელა მიქაძე აცხადებს, რომ სასამართლო დავა მან მოიგო და ლონდონის სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას "სიცრუეს" უწოდებს.

დღის ამბები