02 მაისი 2024,   08:40
ვრცლად
პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში და მოსკოვის პოლიტიკური გზავნილები

რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს საქართველოში კრიტიკული დამოკიდებულება მოჰყვა. რუსეთის ლიდერს სოხუმში ყოფნისას არ დაუმალავს, რომ კრემლის მთავარი ინტერესი რუსული სამხედრო ბაზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში მდებარეობს.

უსაფრთხოების გარანტიების გარდა, ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ ლიდერს პუტინმა რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე სხვა დაპირებებიც მისცა, ფინანსური და ეკონომიკური. ასევე, პუტინმა აფხაზებს გამოუცხადა, რომ რუსული ჯანდაცვის სავალდებულო სიტემაში ჩართავს.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ არასწორია, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ბოლო ვიზიტიც ადასტურებს.

ხელისუფლება კი კრიტიკას არ იღებს და ამბობს, რომ პუტინის ამ პროვოკაციულ ქმედებას ყველა საერთაშორისო ფორმატში გააპროტესტებს.

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ნატომ და ევროკავშირმაც გააპროტესტეს.

ორივე განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არღვევს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრის საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობებს.  

დღის ამბები