05 მაისი 2024,   02:50
ვრცლად
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ირანს ემუქრება

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ირანს ემუქრება. ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლებმა ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც თეირანში თავდასხმების მოწყობაზე საუბრობენ. მიმართვის ავტორები ახალგაზრდა ირანელებს ამბოხისკენ და ქვეყანაში ჯიჰადის დაწყებისკენ მოუწოდებენ.

ვიდეო მიმართვაში თეირანში ივნისში მომხდარი იმ თავდასხმების ამსახველი კადრებიც ჩანს, რომელზეც პასუხისმგებლობა რადიკალმა ისლამისტებმა აიღეს. ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფო” ირანს რეგიონში ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევს.

დღის ამბები