04 მაისი 2024,   03:06
ვრცლად
დაგეგმილი შეხვედრა ვენეციის კომისიაში - მმართველი გუნდი კონსულტაციებისთვის მზადაა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაში დაგეგმილ შეხვედრამდე კონსულტაციების გამართვას ოპოზიცია „არაკომპეტენტურ“ ინიციატივას უწოდებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით გამოთქმული ინიციატივა გააკრიტიკეს.

კობახიძემ ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე კონკრეტული წინადადებების წარდგენა მოსთხოვა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, რა შეიძლება დათმოს მმართველმა პარტიამ.

ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები უცვლელია და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლას, ასევე, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დატოვებას გულისხმობს.

ინტერპარტიული ჯგუფი კი სტრასბურგში გამგზავრებამდე დღეს შიდა კონსესუსის აუცილებლობაზეც ალაპარაკდა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც მიიღეს ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო მიწვევა.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების გამართვა საკონსტიტუციო კანონპროექტის უკან გაწვევის შემთხვევაშია შესაძლებელი.  

საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიღებულია. ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები