02 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
ამ ომის მთავარი მაპროვოცირებელი იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი - გიორგი აბაშიშვილი

"ამ საერთო ტრაგედიის მთავარი მაპროვოცირებელი იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი," - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა, გააკეთა.

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი დღესაც ყველა საშუალებით ხელს უშლის ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის შერიგებას და ნდობის აღდგენას.

„ამ ომის, ამ საერთო ტრაგედიის მთავარი მაპროვოცირებელი იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც ახლაც ყველა საშუალებით ხელს უშლის ქართველებსა და აფხაზებს შორს, ქართველებსა და ოსებს შორის შერიგებას, ნდობის აღდგენას. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები და აფხაზები ისევე, როგორც ქართველები და ოსები, მიუხედავად რუსეთის გამუდმებული მცდელობებისა და პროვოკაციებისა, ერთად შეძლებენ ერთიანი, დემოკრატიული, ეროვნულ ფასეულობებზე დამყარებული სახელწიფოს აშენებას,“ -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები