02 მაისი 2024,   16:55
ვრცლად
ნიკა მელია 63 წლის აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანს ეწვია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, 63 წლის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანს, I ჯგუფის ინვალიდს, შაჰი სოინოღლის სახლში ესტუმრა.

ომის ვეტერანი დახმარებას სთხოვს სახელმწიფოს, მას ყოველდღიური მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება, რასაც უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.

სოინოღლის თქმით, მან არა ერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, მუნიციპალურ სამსახურებს და ვეტერანთა დეპარტამეტს, თუმცა, ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.

დღის ამბები