02 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
25 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან - საქართველოში ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ომში ტრაგიკულად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე დაღუპულთა ახლობლები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის მძიმე წუთები და საზარელი დღეები, რომელთა გადატანაც მათ 25 წლის წინ მოუხდათ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და განაცხადეს, რომ ასეთი ქმედებებისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს და ამისთვის საქართველომ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ძალა არ უნდა დაიშუროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები