02 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს დაუდასტურეს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

 "კურიერის" ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ამ დროისთვის სპეცოპერაცია დასრულებულია.

ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე სპეცოპერაციაა ფონიჭალაში. პარასკევს, ამავე უბანაში ძმები ჯაფაროვები აიყვანეს. 

დღის ამბები