01 მაისი 2024,   19:25
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ფონიჭალაში - პროტესტი სპეცოპერაციას მოჰყვა

ფონიჭალაში ხმაური და დაპირისპირება ერთ-ერთი ადგილობრივის დაკავებას მოჰყვა. ადგილზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირების დევნის ეპიცენტრად იქცა, კიდევ ერთი სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კრიმინალური პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმები რამდენიმე საათის განმავლობაში ჰუსეინოვების სახლთან იყვნენ მობილიზებული. სახლში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა, მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. ოჯახის ახლობლებსა და ნათესავებს ბავშვების გაყვანის უფლებას პოლიცია არ აძლევდა.

დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ სპეცოპერაციების დროს ფონიჭალაში დაკავებული პირები ნარკორეალიზატორები არ არიან.

ჰუსეინოვის ოჯახის წევრების განცხადებით, სამართალდამცველებმა მას ნარკოტიკი ჩაუდეს

„ჩემი თვალით დავინახე, როგორც მოიტანეს და ჩაუდეს ნარკოტიკი. ამბობდნენ, აქედან ხელცარიელები ვერ წავალთო,“ - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

 

დღის ამბები