04 მაისი 2024,   01:07
ვრცლად
პრეზიდენტს მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიებისთვის კონკრეტული შეთავაზება აქვს

„პირველი შეხვედრაა პოლიტიკურ პარტიებთან, რაც მისასალმებელია,“ - ასე ეხმაურება საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე, კონსულტაციების დაწყებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პოლიტიკურ კონსულტაციებზე გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელი მიწვეული არ არის.

გიორგი მარგველაშვილს, მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების მიმართ კონკრეტული შეთავაზება აქვს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ, დამატებით უნდა გაიმართოს შეხვედრები, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

„პირველი შეხვედრაა პოლიტიკურ პარტიებთან, რაც მისასალმებელია. თუმცა, პრეზიდენტი თვლის, რომ ეს შეიძლება იყოს ამ პროცესის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. მნიშვნელოვანია, ყველა სერიოზულ საზოგადოებრივ ჯგუფთან, ისევე როგორც კონსტიტუციურ ორგანოსთან კონსულტაცია და მცდელობა, რომ იქნას მიღწეული კონსესუსი,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

დოლიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესები ჩიხში სწორედ იმიტომ შევიდა, რომ ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

„არ ეყრდნობოდა, როგორც ეს აღნიშნა ვენეციის კომისიამ, ფართო საზოგადოებრივ თანხმობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პრინციპს, რომ ნებისმიერი კონსტიტუცია იქნება ძლიერი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ის დაეყრდნობა საზოგადოებრივ თანხმობას, გაითვალისწინებს მმართველი გუნდი და შესაბამისად, მოეპყრობა ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ერთეულს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები