05 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
ანა დოლიძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორში ჟურნალისტის დაკავებას გმობს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ახალგორში ჟურნალისტის დაკავებას ეხმიანება. ანა დოლიძე საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს გმობს.

„იქნება ეს ეთნიკური წმენდა, ქართველების ჩაგვრა, ქართული ენის სწავლების აკრძალვა, ჩვენი აქტივისტების თუ მოქალაქეების გატაცება, ეს ყველაფერი არის ოკუპაციური რეჟიმის სახის გამოვლინებები,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

დოლიძე საზოგადოებას საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების აქტიურად დაგმობისკენ მოუწოდებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი, ჩვენ ყველამ ვიხმაროთ ყველა ღონე იმისთვის, რომ ეს დავგმოთ, საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმოს აქტიურად ეს ქმედება. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ ვიზრუნოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს შესაბამისად დაცული,“ - აცხადებს ანა დოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი და “ნეტგაზეთის” ფრილანსერი ჟურნალისტი, საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. დაკავების მომენტში მან მედიისთვის სატელეფონო ინტერვიუს მიცემა მოასწრო, სადაც ყვებოდა, რომ მას საოკუპაციო რეჟიმი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების და ორდერის გარეშე აკავებდა.

ამ ეტაპზე ჟურნალისტი სახლში იმყოფება. ეს ინფორმაცია "კურიერს" მისმა შვილმა დაუდასტურა.

დღის ამბები