01 მაისი 2024,   05:06
ვრცლად
არაფერი არ გვაქვს დასამალი - სიგუა Gem Fest-ზე შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას აფასებს

„აბსოლუტურად არაფერი არ გვაქვს დასამალი და ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე,“ - ასე აფასებს Gem Fest-ის ორგანიზატორი, გიორგი სიგუა, ფესტივალთან დაკავშირებით შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიების დაწყებას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფესტივალის Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გიორგი სიგუას თქმით, საგამოძიებო უწყებამ კომპანიიდან გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტები შესასწავლად წაიღო.

„არც ერთი თეთრი ჩვენს კომპანიას სახელმწიფოსგან არ მიუღია, ანუ სახელმწიფომ გადაიხადა კონკრეტული არტისტების ჰონორარები და ყველანი ესენი იყვნენ,“ - აცხადებს გიორგი სიგუა.

სიგუას თქმით, საზღვარგარეთ პარტნიორებთან შესახვედრად იმყოფებოდა. ხოლო კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლის შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

„ის, რომ ვალები გვაქვს დარჩენილი, ეს ჩვენი ვალებია და ჩვენი პრობლემაა და ჩემზე მეტად არ უნდა ადარდებდეს ეს. არც მაგას არ გავექცევი,“ - აცხადებს გიორგი სიგუა. 

გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ხვალ გამოცხადდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები